ჯვართამაღლების დღესასწაულსა და თბილისის კურთხევასთან დაკავშირებით სასულიერო პირების მონაწილეობით მსვლელობა მიმდინარეობს. მრევლი სასულიერო პირების წინამძღოლობით ოთხი ადგილიდან ერთდროულად დაიძრა. მსვლელობა დაიწყო საბურთალოს პანთეონიდან, ვაკეში მდებარე წმინდა ბარბარეს ტაძრიდან, ასევე კონოთეატრ "საქართველოსა" და ქინძმარაულის ქუჩაზე მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრებიდან. მსვლელობებს სასულიერო პირები უძღვებიან და მასში ათასობით ადამიანი მონაწილეობს. ვაკის, საბურთალოსა და დიდუბის მხრიდან მსვლელობებში მონაწილეთა შეკრების ადგილი იქნება გმირთა მოედანი, საიდანაც მეტეხის ხიდისკენ მსვლელობა რამდენიმე წუთში დაიწყება. ასი ათასი ქართველის წამების ადგილზე კი, 18.00 საათზე, მსვლელობას მეოთხე ნაკადი შეუერთდება და საზეიმო პარაკლისი შესრულდება.