ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში, ოკუპირებული აფხაზეთიდან 42 წლის მამაკაცი გადაიყვანეს.
მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ბარძაყის არეში აღენიშნება.
დაშავებულის ახლობლების თქმით, მამაკაცს ბრმა ტყვია მოხვდა. თუმცა, საპირისპიროს ამტკიცებს "ნიუპოსტის" წყარო, რომელიც ამბობს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ე.წ. კრიმინალური გარჩევის დროს დაჭრეს. აღსანიშნავია, რომ დაჭრილის გადმოყვანისას პრობლემები შეიქმნა ადმინისტრაციულ საზღვართან რადგან, როგორც ცნობილია აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას საზღვარი ჩაკეტილი აქვს.
დაჭრილის გადმოყვანა მას შემდეგ მოხერხდა, როდესაც რუს ოკუპანტებს 10 000 რუბლი გადაუხადეს თან უთხრეს, რომ მამაკაცს "ღორის გრიპი" ჰქონდა.