„ბინძური ბრძოლა დაიწყო ამ ხელისუფლებამ“ – რომან გოცირიძე ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე

„ბინძური ბრძოლა დაიწყო ამ ხელისუფლებამ“ – რომან გოცირიძე ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე

დავით ჭიჭინაძის სკანდალური განცხადება – მისი თქმით, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მიზანმიმართულად სოციალურ ქსელში ვრცელდება და ბრძილა ბინძური მეთოდებით მიმდინარეობს.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის რომან გოცირიძის განცხადებით, საჭიროა სრულფასოვანი გამოძიება, ხელისუფელბა კი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს:

„პირადი ცხოვრების ჩანაწერებით ასეთი ბინძური ბრძოლა დაიწყო ამ ხელისუფლებამ და გრძელდება მეშვიდე წელიწადია. დაწყებული ჰაკიმ ფაშას ფირებით და შემდეგ ზოგიერთი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო პირების, ჟურნალისტების თუ სხვა ადამიანების პირადი ცხოვრების კადრების გამომზეურება და შემდეგ განცხადება იმის თაობაზე, რომ თურმე იძიებენ ამას დასავლელი სპეციალისტების მონაწილეობით, ვინაიდან თურმე ინტერნეტსივრცეში მსგავსი პრობლემების მოგვარება არცთუ ისე ადვილია. არავინ არაფერს არ იკვლევდა, ეს არის მათი ფარული და სარეზერვო ბინძური იარაღი, როდესაც სჭირდებათ თავიანთი პოლიტიკური თუ სხვა მიზნების მისაღწევად, გამოაგდებენ ხოლმე ამ ჩანაწერებს,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.