დღეს ყველაზე მძიმე ანონსის გაკეთება მიწევს, ჯერ ერთი ფრაზაც ვერ დავწერე

დღეს ყველაზე მძიმე ანონსის გაკეთება მიწევს, ჯერ ერთი ფრაზაც ვერ დავწერე

"ტვ პირველის“ ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია 29 იანვარს ეთერში დაბრუნდება. 2019 წელს ინგა გრიგოლიას პირველი გადაცემა ტელეწამყვან ლევან ჩხაიძეს დაეთმობა.

"დღეს ყველაზე მძიმე ანონსის გაკეთება მიწევს. ჯერ ერთი ფრაზაც ვერ დავწერე... ხვალ საღამოს ჩვენი დიდი პირდაპირი ეთერი ლევან ჩხაიძეს დაეთმობა. არ ვიცით, როგორ შევძლებთ დავუბრუნდეთ ჩვეულ სამუშაო რეჟიმს. ის კი ვიცი, რომ ხვალ, საღამოს რვაზე, თქვენ გაიცნობთ კიდევ უფრო სხვანაირ "ტვ პირველის ჯაკოს“, - წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

"ტვ პირველის“ ახალი სატელევიზიო ეთერი 21 იანვარს უნდა დაწყებულიყო. სწორედ ამ დღეს მოულოდნელად გარდაიცვალა ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად მყოფი ლევან ჩხაიძე. ტელეწამყვანი 27 იანვარს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.