ჩვენთვის თვითმიზანი ის კი არ არის, ბავშვებს გამოცდები ჩავაბარებინოთ, არამედ მიიღონ ცოდნა

ჩვენთვის თვითმიზანი ის კი არ არის, ბავშვებს გამოცდები ჩავაბარებინოთ, არამედ მიიღონ ცოდნა

ბოლო წლების განმავლობაში იმის ნაცვლად, რომ სკოლაში სწავლობდნენ, მშობლების მთელი რესურსი მიედინება გამოცდებისთვის, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და სკოლის გამოცდებში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ გამართული პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენთვის თვითმიზანი ის კი არ არის, ბავშვებს გამოცდები ჩავაბარებინოთ, არამედ მიიღონ ცოდნა. სწორედ ამიტომ, სკოლა უნდა გაძლიერდეს. უნდა დაუბრუნდეს თავისი ფუნქცია და მისაღები გამოცდები სკოლის პროგრამასთან მაქსიმალურად დაახლოებული უნდა იყოს. ამ გამოცდებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ქართულ ენას, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჰუმანიტარებისთვის – ისტორიას; ტექნიკური მიმართულებით – მათემატიკას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტებს მივეცით ავტონომიური უფლება, რასაც ისინი გადაწყვეტენ, გამოცდები ჩაიბარონ. სკოლა უბრუნდება სკოლის ფუნქციას, გამოცდები მარტივდება და რაოდენობა მცირდება, რადგან ბავშვები ბოლო ორი წლის განმავლობაში იმ ცოდნაზე არიან ორიენტირებულები, რომელიც როგორც წესი, უნივერსიტეტში არ ადგებათ. ვფიქრობთ, ეს მშობლების უზარმაზარი რესურსების ეკონომიას გამოიწვევს და როგორც კვლევები გვაჩვენებს, რეპეტიტორებისგან მიღებული ცოდნა არანაირ შედეგს არ გვაძლევს. სკოლა ასრულებს თავის ფუნქციას და უნივერსიტეტებს ეძლევათ ავტონომია”, – აღიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

amo ამ კაცის მსჯელობა ლოგიკიდან შორს არის. ვაი ჩვენი ცოდვა კუპრაძიდან ბატიაშვილამდე რომ დავედით.
6 წლის უკან
amo რატომ არ აკონკრეტებს ბიზნესი, ეკონომიკა რომელ მიმართულებას ეკუთვნის? ჰუმანიტარულს?
6 წლის უკან
amo ეჟვი მაქვს, რომ ეკონომიურ მიმართულებებს ჰუმანიტარულში გაუშვებენ. შედეგად მივიღებთ იმას, რომ მიღებულ აბიტურიენტებს უნარების მათემატიკის დონეც არ ექნებათ. აი, მერე ნახეთ რა დონის ეკონომისტებიც წამოვლენ, აშენდება ქვეყანა. პატრონი არა ყავს ამ ქვეყანას!
6 წლის უკან