სააკაშვილისა და ადეიშვილის გადმონაშთი ჯგუფი ალბათ ზეწოლას ახორციელებდა მოსამართლეებზე და ჩვენ ძალიან მძიმე სურათი ვიხილეთ

სააკაშვილისა და ადეიშვილის გადმონაშთი ჯგუფი ალბათ ზეწოლას ახორციელებდა მოსამართლეებზე და ჩვენ ძალიან მძიმე სურათი ვიხილეთ

დღეს სასამართლო ღია კონფლიქტში შედის ხალხთან და ისინი კონფლიქტში არიან პარლამენტთან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა.

“მოსამართლეთა კონფერენცია ძალიან მძიმე საყურებელი იყო. ისიც კი, ვისაც არ აინტერესებდა, თუ რა ხდება ამ მიმართებით, ამ დღის შემდეგ ამას განიცდის, ადამიანებმა დაინახეს, თუ როგორი მძიმე რეალობის წინაშე ვდგავართ და ვინ ქმნის სამართალს. მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის გადმონაშთი ჯგუფი ალბათ ზეწოლას ახორციელებდა მოსამართლეებზე და ჩვენ ძალიან მძიმე სურათი ვიხილეთ. უმრავლესობაში არის კონსენსუსი, რომ ვიდრე არ იქნება შემუშავებული მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები, ვიდრე არ განხორციელდება იუსტიციის სკოლის რეფორმა და პროცესი არ იქნება გამჭვირვალე, მანამდე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა არის ღია გალაშქრება საერთო სახალხო ინტერესის წინააღმდეგ“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.