განათლების სისტემაში დაანონსებულ ცვლილებებს„ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„განათლების სისტემა როგორი უნდა იყოს, ამაზე ბევრი დავა შეიძლება, მაგრამ რამდენიმე საკითხი არის უდავო.
- სკოლის ატესტატით თუ მოხდა უნივერსიტეტში ჩარიცხვა, აღდგება კორუფცია სკოლების დონეზე.
- ზოგადი უნარების ტესტი თუ გაუქმდა, ბავშვები დაიწყებენ იმ სამი საგნის დაზუთხვას, რაც უნივერსიტეტში მოხვედრას სჭირდება.
- სკოლის გამოსაშვები გამოცდები თუ გაუქმდა, იმ საგნებს რაც არ სჭირდებათ ბავშვები აღარ ისწავლიან და მე-10 - მე-12 კლასებში საერთოდ აღარ ივლიან ამ გაკვეთილებზე.
- მისაღები გამოცდები უნივერსიტეტებში თუ გადავა, სახელმწიფო უმაღლესებში კორუფცია მყისიერად აღდგება. ბევრ კერძოს მოუწევს იგივეს გაკეთება.
- აბიტურიენტს თუ მოთხოვ ან ტექნიკური, ან ჰუმანიტარული მიმართულებით წასვლას და რომელიმე მაკვალიფიცირებელი საგნის არჩევას, მოუკლავ შესაძლებლობას აირჩიოს მაგ. ბიზნესი პირველ არჩევნად და სახელმწიფო მართვა მეორედ. ეს პრინციპულად არასწორია.
სანამ ვიმსჯელებთ, რა გავაკეთოთ, იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რა არ უნდა გავაკეთოთ არავითარ შემთხვევაში!", - წერს სერგი კაპანაძე.