აბიტურიენტებისთვის საგრანტო დაფინანსების წესი შეიცვლება - ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აბიტურიენტებისთვის საგრანტო დაფინანსების წესში, გათვალისწინებული იქნება სავალდებულო საგანთა ნუსხა.
„შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი, რადგან შეიცვლება სავალდებულო საგანთა ნუსხა. ამ პროცესში მაქსიმალურად შევეცდებით, აბიტურიენტების ინტერესები გავითვალისწინოთ. რა თქმა უნდა, სავალდებულო საგნები მნიშვნელოვანი იქნება. ჯერ სამუშაო პროცესია და უახლოეს მომავალში გეტყვით არჩევითი საგნით განისაზღვრება თუ არა", - განაცხადა სოფო გორგოძემ.
ამასთან შეგახსენებთ, რომ ეროვნული გამოცდები 2020 წლიდან სამ საგანში ჩატარდება, ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება.