დედაქალაქში აშენებული საცხოვრებელი სახლების 47% ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციის მიხედვით, 2018 წელს მერიაში საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაციაში მიღებაზე 1 374 განაცხადი შევიდა, საიდანაც ზედამხედველობის სამსახურმა 47%, ანუ 652 ობიექტი დაიწუნა და ექსპლუატაციაში მხოლოდ 722 ობიექტი მიიღეს.
ცნობისთვის, ფიზიკური და იურიდიული პირები, შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, თბილისის მერიაში წარადგენენ განცხადებებს, რომლებსაც ზედამხედველობის სამსახური განიხილავს და ობიექტს იღებს ექსპლუატაციაში, ან ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, უარს ამბობს მიღებაზე. უარის თქმის მიზეზები სხვადასხვაა და მოიცავს კოლონების ადგილმდებარეობის და კედლების ფორმების ცვლილებებს, კიბეების სიგანეში შემცირებას, ასევე პროექტთან სხვა შეუსაბამობებს.
აღსანიშნავია, რომ გაზის, წყლის და დენის დამონტაჟება, მერიის მოვალეობაში არ შედის და პროცესზე პასუხისმგებლობა იმ კომპანიას ეკისრება, ვინც შენობას აშენებს.