შეფასებისადა გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მომავალი წლიდან მოსწავლეებს გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ, ეროვნული გამოცდები კი ოთხის ნაცვლად, სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება. სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილს დაანონსებული სიახლეები მოწონს, ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ გამოცდების შეკვეცა და გაუქმება განათლების ხარისხს კიდევ უფრო გააუარესებს:
„გიხაროდენ ერო! სკოლის გამოცდების მოხსნა მხოლოდ უვიცი თაობის ,,აღზრდას"ემსახურება. ცოტა მაინც იყო შანსი იმისა,რომ წიგნს აიღებდნენ ხელში და რაიმეს ისწავლიდნენ, თუნდაც გამოცდების შიშით. ახლა ამის შანსიც მოსპეს. ნიშნების დაწერის ტრადიციაც მალე აღარ იქნება და ვთესოთ და ვწიოთ მარიხუანას ჭაპანი.სირცხვილიაააა! #მეტი სიჩლუნგე. #მეტი უვიცობა. #მეტი არაპროფესიონალიზმი.#მეტი თავისუფლება" - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ნათია ნათია.
„ღმერთო, რომელ სულელს მოუნდა გამოცდების მოხსნა? ყველაზე ტკბილად აბიტურიენტობის პერიოდი მახსენდება, მრავალი მიზეზის გამო, ზუსტად მაშინ მივხდი, თურმე რამდენი რამ არ მცოდნია და ახლა მიხარია, რომ ჩემს ცხოვრებაში ასეთი სწავლით დატვირთული 2 წელი არსებობდა. რამდენჯერ მიფიქრია დიდი სიამოვნებით კიდევ ერთხელ გავიდოდი ეროვნულებზეთქო, რამდენჯერ გამხსენებია ის შეგრძნება გამოცდიდან კმაყოფილი, რომ გამოდიხარ და ამათმა რა გააკეთეს, ისედაც გამოცდების გამო სწავლობს უმრავლესობა, სამწუხაროდ, თავიდან მათ შორის მეც ვიყავი, და ახლა ეს გამოცდებიც მოხსნეს, სასაცილოა სატირელი, რომ არ იყოს..." - წერს ნათია თოფურია.