ბესელიას წინააღმდეგ სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება

ბესელიას წინააღმდეგ სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება

„ქართული ოცნებიდან“ გარიცხული დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ყოფილი თანაგუნდელის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მიზანმიმართულად სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ჭიჭინაძის შეფასებით, უკვე ბინძური მეთოდების გამოყენებით მიმდინარეობს ბრძოლა. მმართველი გუნდიდან გარიცხული დეპუტატი ამ ბინძურ კამპანიას სწორედ ბესელიას დასასჯელად წამოწყებულ პროვოკაციას უწოდებს და პარლამენტის თავმჯდომარისგან მყისიერ რეაგირებას ითხოვს.

დავით ჭიჭინაძემ ასევე მოუწოდა ირაკლი კობახიძეს, რომ მან თქვას, რა მოხდა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე.

ჭიჭინაძის თქმით, „ქართული ოცნების“ წევრებს შორის გამართულ შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ ბიძინა გეგიძეს და ეკა ბესელიას ბოდიში მოუხადა. დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებს, განმარტოს, თუ რატომ მოუხადა ბოდიში მან თანაგუნდელებს.