“ცოცხები მართლა გაჩნდება…”

“ცოცხები მართლა გაჩნდება…”

“ჩარეცხილებიდან” – “მოხვეტამდე” – საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2” – ის გადაცემაში “კვირის აქცენტები” ცოცხს პირდაპირი დანიშნულების გარდა, სხვა დანიშნულებაც მოუძებნა და განაცხადა, რომ ცოცხით ქართველი ხალხი უღირს საზოგადოებას გაისტუმრებს.

“ზუგდიდის საკრებულოში, სადაც იყო საშინელი კორუფცია, სადაც მერი დაიჭირეს, მერის მოადგილე და ყველაფერი გააფუჭეს, ჩვენს საკრებულოს წევრს შემოუტანეს ქოცებმა და მისცეს ცოცხები. ცოცხები მისცეს 8 წლის თავზე, მოგონილი ცოცხები მისცეს.

მე მინდა ვუთხრა მათ, ჩვენ არ გვეშინია ამ ცოცხების სიმბოლოს, იმიტომ ქართველი ხალხი ამ ცოცხებით გაგხვეტავთ მალე. ცოცხები მართლა გაჩნდება, მოგონილი ცოცხები კი არა, ნამდვილი ცოცხები, პოლიტიკური, რომლითაც ქართველი ხალხი ივანიშვილს და ამ ბანდას, რომელიც მოაჯდა საქართველოს, გახვეტავს საქართველოდან. შემოსვამს ამ ცოცხზე და გააფრენს საქართველოდან და ამოკრავს კიდევ მუჯლუგუნს.

ეს ასეც მოხდება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს დანაკარგების გარეშე, ძალადობის გარეშე“, – განაცხადა სააკაშვილმა.