ყოფილი ჟურნალისტი, 24 წლის მაიკო ჭანტურიძე ირწმუნება, რომ ჯეკ შეპარდთან სასიყვარულო ურთიერთობა არ ჰქონია. ბრიტანული გამოცემა The Sun-ისთვის ექსლუზიურად მიცემულ ინტერვიუში იგი ყვება, რომ ერთ დღესაც, ჯეკ შეპარმდა მას ვიდეო ზარით დაურეკა:
„მითხრა, რომ რაღაც ჰქონდა სათქმელი. ცუდ ხასიათზე ჩანდა, სახე გაწითლებული ჰქონდა. უჭირდა საუბარი. შემდეგ მითხრა, რომ კატერით უბედურ შემთხვევაში მოყვა, რომლის დროსაც ახალგაზრდა გოგო დაიღუპა. მან მითხრა, რომ ინტერპოლით იძებნებოდა. თქვა, რომ პოლიციას ჩაბარდებოდა, რადგან არ სურდა მასზე ცხოველივით ენადირათ. შოკირებული ვიყავი. ის ტიროდა. ძალიან შემეშინდა, როდესაც ეს ისტორია მოვისმინე. ბევრი შეკითხვა გამიჩნდა და მან ყველაზე გამცა პასუხი და მასში ოდნავადაც არ მეპარება ეჭვი."„მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს შემთხვევით. დავახლოვდით და იგი ჩემ დას და მეგობრებს გავაცანი. ერთად დავდიოდით ბარებსა და რესტორნებში. ახლო მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, თუმცა ეს ურთიერთობა მეგობრობას არ გასცდენია. არ ვიცი ჯეკს თუ ჰქონდა ჩემდამი გრძნობები, ჩემთვის ის კარგი მეგობარი იყო."
ბრიტანელი ჯეკ შეპარდი, რომელსაც 24 წლის შარლოტა ბრაუნის არაგანზრახ მკვლელობისთვის 6 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი, მარტის შემდეგ საქართველოში იმყოფება. იგი თბილისის პოლიციას 1 კვირის წინ ჩაბარდა.