საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ანა დოლიძეს სოციალური ქსელის საშუალებით აკრიტიკებს.
“ეს აჟიტირებული ცრუპენტელა, ერთი თეთრი არ დახარჯულა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დღევანდელ შეხვედრაზე: მთლიანად დონორმა დააფინანსა!”– წერს გვრიტიშვილი.
შეგახსენებთ “რედისონ ბლუ ივერიაში” განუცხადა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. ანა დოლიძის განცხადებით დღევანდელი შეხვედრა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
“ეს ფორმატი არის არალეგიტიმური. აქ არ არის წარმოდგენილი საზოგადოება. აქ წარმოდგენილია ლევან მურუსიძის ძმაკაცი მოსამართლეები. გადაწყვეტილების მიღების წესი არ გვაქვს, ისევ კობახიძემ უნდა დაწეროს ეს რეფორმა. ვაპირებ დავსვა კითხვა – ამ საძმაკაცოს შეხვედრაში რატომ ვიხდით ათასობით ლარს?!
დამლაგებლის, მასწავლებლის საშემოსავლო გადასახადიდან ვიხდით ჩვენ ფულს იმისთვის, რომ ირაკლი კობახიძის და ლევან მურუსიძის ძმაკაცები დასხდნენ აქ და დაალაგონ სასამართლო რეფორმა. ეს ასე არ გამოვა და ვაპირებ ეს საკითხი დავსვა შეხვედრის დასაწყისშივე”,– განაცხადა ანა დოლიძემ.