ინფორმაცია, რომ მოსამართლეთა ათკაციან სიას ვლობირებდი, სიცრუეა

ინფორმაცია, რომ მოსამართლეთა ათკაციან სიას ვლობირებდი, სიცრუეა

„ეს არის პოლიტიკური გზავნილი, რომელიც დატრიალდა სამწუხაროდ და რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სინამდვილესთან. ამასთან დაკავშირებით, მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას”,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განცხადებას იმის შესახებ, რომ მოსამართლეთა კანდიდატების ათკაციან სიას ირაკლი კობახიძე ლობირებდა.

დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე იმსჯელეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დღეს პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი განცხადებით, მათთვის მიუღებელია ის პირობები, როგორც მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრა.

დღევანდელ სამუშაო ჯგუფის შეხვედრას არ ესწრებოდა არასამთავრობო სექტორის ნაწილი, კერძოდ, „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ და ოპოზიციის წარმომადგენლები.

trampi araaa SICREE
6 წლის უკან