„ადრე თუ ოჯახიდან ერთი ადამიანი ტოვებდა ქვეყანას, ახლა უკვე მთელი ოჯახი მიდის“

„ადრე თუ ოჯახიდან ერთი ადამიანი ტოვებდა ქვეყანას, ახლა უკვე მთელი ოჯახი მიდის“

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლაშა ხაფავა ფეისბუქის პირად გვერდზე შენდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

„ახლა, როცა ამ პოსტს ვწერ, კიდევ ერთი ქართული ტრადიციული ოჯახი, საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული საკმაოდ კვალიფიციური ადამიანებით და ორი მცირეწლოვანი ბავშვით ტოვებს საკუთარ სამშობლოს.

ბოლო ერთი წელია ახალი ტენდეცია გამოიკვეთა საქართველოში, ადრე თუ ოჯახიდან ერთი ადამიანი ტოვებდა ქვეყანას, ახლა უკვე მთელი ოჯახი იძულებულია ემიგრაციაში წავიდეს. ალბათ ხანგძლივი ვადით, თუ სამუდამოდ არა, რადგან ბავშვები ადაპტაციას რომ გაივლიან, გაიჩენენ მეგობრებს, დაიწყებენ სწავლას, გაუჭირდებათ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება.

ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა იცლება თავისი შვილებისგან და ვერავინ გაგვცემს პასუხს, როდემდე გაგრძელდება ადამიანების გადინება ამ ქვეყნიდან.

ალბათ სულ რაღაც ორიოდე წელიწადში ამ პოსტის დადებიდან, დამლაიქებელიც აღარ დარჩება ქვეყანას, ისე მასიურია გადინება. ნურც გზავნილების იმედად იქნება ქვეყნის ეკონომიკა, რადგან ემიგრანტს თითქმის ყველა ოჯახის წევრი გვერდით ეყოლება..

იღლიცინეთ ეხლა ზოგიერთებმა ამ პოსტზე, მაგრამ იცოდეთ ბევრი დრო არ გვიკლია მივიღოთ ეს სურათი" - წერს ლაშა ხაფავა.

Maverick სრული სიმართლეა, რადგან არავის, თვით საქართველოზე უზომოდშეყვარებულ მამულიშვილებს სურვილი არ გვაქვს ამ პარტიული ბნელიტის შენახვისთვის ჩვენი ჯანმრთელობი ხარჯზე, მძიმე შრომით მოპოვებული სახსრები ვუგზავნოთ საქართველოში გაუგებარი პოლიტიკის გამტარებელი პარლამენტარების, მთავრობის, რეგიონის მმართველების მძევლად აყვანილი ჩვენი ოჯახის წევრებს, ამ გზავნილებით ბიუჯეტი შევუვსოთ, მათ მაღალი ხელფასები, საქაფავი დავუფინანსოთ და ჩვენ ორპირი ტყავი გაგვაძრონ. ამიტომ აჯობებს ჩვენი ოჯახის ყველა წევრი ჩვენთან ჩამოვიყვანოთ, აქ ერთად ვიშრომოთ და მუქთახორა პოლიტიკანების უღელი სამუდამოდ გადავაგდოთ!!!!...
6 წლის უკან