"ქართული ოცნების" წევრები ერთმანეთს, ბიძინა ივანიშვილის გარეშე, ხვალ შეხვდებიან

პოლიტიკური ბრძოლა ქართულ ოცნებაში გრძელდება. ორდღიანი გარჩევების შემდეგ უმრავლესობის წევრების რაოდენობა არ შემცირებულა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეკა ბესელია და მისი თანა მოაზრეები კვლავ გუნდის წევრები არიან.

ხვალ მმართველი გუნდის წევრები ერთმანეთს, უკვე ბიძინა ივანიშვილის გარეშე, სამუშაო ჯგუფის ფორმატში შეხვდებიან, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

პოლიტიკური კრიზისის გამომწვევი მთავარი მიზეზების განხილვა სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაგრძელდება, სადაც დეპუტატები მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე და სიის დამტკიცების პროცედურაზე უნდა შეთანხმდნენ.