საქართველოს პირველი პირველი პრეზიდენტის,ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:
აი, ეს ზონდერი რატომ ამბობდა ჩემი ფედერაციიდან წასვლით ქვეყანა დაიქცევაო… მორგებული აქვთ ბიუჯეტი ოჯახებზე და სხვები – შიმშილითაც გაწყვეტილან!
“სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ქართული ჭიდაობის შეჯიბრებებსა და ტურნირებზე სატრანსპორტო მომსახურებისთვის დახარჯული 32 338 ლარიდან ფედერაციის პრეზიდენტის შვილზე 28 987 ლარი გაიცა.
ამასთან, უწყების ცნობით, მაგალითისთვის 2017 წლის დეკემბერში ფალავნობაში, ქართულ ჭიდაობაში ჩასატარებელი ღონისძიების ფარგლებში, საჭიდაო ლეიბების (რომლის რაიმე სახით ფლობის შესახებ მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი) ტრანსპორტირების ხარჯმა, ჭავჭავაძის გამზირიდან ამერიკის საელჩომდე და პირიქით, ამერიკის საელჩოდან ჭავჭავაძის გამზირამდე (20 კმ) შეადგინა – 1500 ლარი.”