"საზოგადოება იმ მენტალობის მქონეა, რომელსაც მიაჩნია, რომ ბავშვზე ფიზიკური ძალადობის განხორციელება ჩვეულებრივი მოვლენაა", - ამის შესახებ განცხადებას ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი აკეთებს.
"ძალადობა არ არის აღზრდის მეთოდი. ბავშვზე ტერორი არის მისი პიროვნების აბსოლუტურად დათრგუნვა. ბავშვზე ძალადობენ არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურად, რაც ჩვენს რეალობაში უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. სამწუხარო ფაქტია, რომ პრევენციისთვის ბევრი არაფერი კეთდება.
საზოგადოება იმ მენტალობის მქონეა, რომელსაც მიაჩნია, რომ ბავშვზე ფიზიკური ძალადობის განხორციელება ჩვეულებრივი მოვლენაა. მადლობა ღმერთს, ყველა ასე არ არის, მაგრამ ბავშვზე წარტყმა-წამორტყმა და მისი ფიზიკური შეურაცხყოფა ჩვეულებრივ ამბად საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია" - განაცხადა გოგოტიშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად".
ფსიქოლოგმა მედიის როლზე ისაუბრა და განაცხადა, მედიას ძალიან დიდი ბერკეტი აქვს და ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით სპეციალური გადაცემები უნდა არსებობდეს.
„პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია მენტალობის ცვლილებაზე, ინფორმირებულობაზე ორიენტირებული ძალიან სისტემური მიდგომა. აუცილებელია საზოგადოების განწყობების ცვლა. საზოგადოება ამაზე უნდა იყოს მომართული. ბაღები და სკოლები ის სოციალური სეგმენტებია, რომლებიც უნდა იყოს პირდაპირ მომართული, რომ ბავშვზე ძალადობა არ ხორციელდებოდეს. ეს არის მთავარი პრევენციული ზომა" - დასძენს ფსიქოლოგი.
„საერთოდ, ავტორიტარული მიდრეკილება ბავშვებს უფრო აქვთ, ვიდრე დიდებს. განებივრებული ბავშვი ავტორიტარია. ახლაც განებივრებულ ახალგაზრდებთან გვაქვს საქმე“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, აქ კობახიძეს ბრალეულობა არ არის, პასუხისმგებელი არის ის, ვინც კობახიძე გაანებივრა.