საფრანგეთი და ესპანეთი ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარებენ იმ შემთხვევაში, თუკი რვა დღეში ქვეყანაში ვადმდელი საპრეზიდენტო არჩევნები არ დაინიშნება.
როგორც ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესი განაცხადა, ლათინური ამერიკის ქვეყანაში გამჭვირვალე, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები აუცილებლად უნდა გაიმართოს. ამისთვის კი ნიკოლას მადუროს რვა დღე აქვს.
„ვენესუელაში დემოკრატია და თავისუფალი არჩევნები გვსურს. თუ რვა დღის განმავლობაში ვენესუელაში არ ჩატარდება სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები, ესპანეთი ხუან გუაიდოს ვენესუელას პრზიდენტად აღიარებს", - განაცხადა პედრო სანჩესმა.
ამავე შინაარსის განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც გააკეთა.
„ვენესუელელ ხალხს უნდა შეეძლოს თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ მომავალზე. თუ რვა დღეში ვენესუელაში არჩევნები არ ჩატარდება, მზად ვიქნებით ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად ვაღიაროთ, რათა ბიძგი მივცეთ პოლიტიკურ პროცესს. ევროპელი პარტნიორები ვმუშაობთ ამაზე", - წერს მაკრონი ტვიტერზე.
ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ნიკოლას მადუროს მთავარი ოპონენტი, ხუან გუაიდო უკვე ათმა სახელმწიფომ აღიარა. მათ შორის არის საქართველოც, რამაც ვენესუელელ ხალხში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.