"მოსამართლეებზე სიძულვილს თესავენ, ჯალათებს უწოდებენ, ამის ფონზე ერთიანდებიან"

თუ ჟურნალისტებისთვის ცენზურის დაწესებაზე იქნება საუბარი, რამდენ ჟურნალისტს ექნება განსხვავებული აზრი? - ასე გამოეხმაურა სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე მოსამართლეთა კორპუსში არსებულ ერთსულოვნებას.

მისივე თქმით, იმაში, რომ ყველა მოსამართლე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ერთ აზრს აფიქსირებს, არაფერია გასაკვირი.

"სასამართლოს დამოუკიდებლობის გარშემო მთელი მოსამართლეთა კორპუსია გაერთიანებული და ყველა არის ერთ აზრზე. საუბარი „კლანის" შესახებ უნდა დასრულდეს. შეუძლებელია, რომ საქართველოში არსებული ყველა მოსამართლე წარმოადგენდეს „კლანს". მე ნაზი ჯანეზაშვილს და არასამთავრობო სექტორსაც მოვუწოდებ, რომ ურთიერთობის კონსტრუქციულ რეჟიმში გადავიდეთ. რაც შეეხება ერთსულოვნებას, თუ ჟურნალისტებისთვის ცენზურის დაწესებაზე იქნება საუბარი, რამდენ ჟურნალისტს ექნება განსხვავებული აზრი?

დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი მიიღებს იმ კანონს, რომელიც საზოგადოებისთვის არის მისაღები. საუბრობენ მოსამართლეების სასამართლოდან გაყრაზე, უწოდებენ ჯალათებს, საზოგადებაში მათ მიმართ სიძულვილს თესავენ. ზუსტად ამის ფონზე ერთიანდებიან მოსამართლეები. რა არის ამაში გასაკვირი?", - განაცხადა მურუსიძემ.

trampi სიძულვილი რა შუაშია?/..... უბრალოდ ხალხს არ ავიწყდება არც თქვენი საქმენი საგმირონია და არც თქვენი ნაქნარი ..
.ჯერ მთლად ვერ გამოგვატვინეთ, მახსოვრობა შეგვრჩა კიდევ.....
ამიტომ განათლების სისტემისა არ იყოს, ჩაგვიტარეთ ჩვენც ერთი --ორი ,,წარმატებული რეფორმა,, და ჩვენც გამოვტვინდებით ჩვენი შვილებივით...
მერე კი მიდიიით .......ბურთიც თქვენი იქნება და მოედანიც
მერე გინდათ დირეხტორი დაინიშნეთ და გინდაც მოადგილე......დირეხხხტორების არჩევანი მაინც ოხრადა გვაქვს .....
6 წლის უკან