"ბესელია ორი დღეა ზედიზედ აჟიტირებული ამბობს, ვუჩივლებ, ვუჩივლებო - მიჩივლოს"

"ორი დღეა ზედიზედ ამბობს, ვუჩივლებ, ვუჩივლებო - მიჩივლოს!" - ასე პასუხობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი ეკა ბესელიას.

„ასე აჟიტირებულად პრესასთან და მედიასთან საუბარს, სჯობს წყნარად მიიტანოს ეს საჩივარი და დაელოდოს შედეგს. არ შემეშინდება, ისევ გავაგრძელებ ჩემს მოვალეობას, როგორც საბჭოს წევრს მევალებოდა" - განაცხადა მეთოფიშვილმა.

ეკა ბესელია სერგო მეთოფიშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს. ბესელია ამბობს, რომ მეთოფიშვილი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, რაც მოსამართლის მხრიდან, დაუშვებელია.