ბექა ოდიშარია: უამრავმა ადამიანმა გამოთქვა გულწრფელი სიხარული თბილისის მერის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით.

ბექა ოდიშარია: უამრავმა ადამიანმა გამოთქვა გულწრფელი სიხარული თბილისის მერის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით.

მართლაც მისასალმებელია, როდესაც იმარჯვებს საზოგადოებრივი ინტერესი და ეს ხდება თანამშრომლობის, ცივილიზებული მოლაპარაკებებისა და მიდგომების გზით, როგორც კერძო ასევე საჯარო პირების მხრიდან.

სამწუხაროდ უკანასკნელ ხანს ჩვენ ვართ მოწმენი თეთრი ძაფით ნაკერი ყალბი კამპანიებისა, როგორც თბილისის ფსევდო გულშემატკივრების ისე სიცრუის ტირაჟირებაში დახელოვნებული ზოგიერთი მედია საშუალებების მხრიდან, თუმცა მიხარია, რომ დამდგარი შედეგი კონკრეტული ადამიანების მონდომებისამებრ არის ქალაქის და ქალაქელების სასიკეთოდ.