ვაშლიანი ფუნთუშები

ვაშლიანი ფუნთუშები

მომზადების დრო: 60 წუთი

ულუფა: 10

ინგრედიენტები

გულსართი:

სოდა - 1 ჩ.კ

ზეთი - 75 გ

რძე - 100 გ

შაქარი - 100 გ

ხაჭო - 125 გ

ფქვილი - 300 გ

ვაშლი - 4 ცალი

შაქარი - 1 ს.კ

კარაქი - 1 ს.კ

მომზადების წესები

ტაფაზე გაადნეთ კარაქი. დაამატეთ დაჭრილი ვაშლი და შაქარი, მოურიეთ და შუშეთ სანამ ვაშლი არ კარამელიზდება და გაშვებულ წვენს არ დაიშრობს.  გააცივეთ.

ხაჭო, რძე და ზეთი შეურიეთ. დაამატეთ შაქარი და მწიკვი მარილი. შემდეგ დაამატეთ ფქვილი და სოდა. მოზილეთ ცომი.

მზა ცომი გაყავით 10 ნაწილად. თითოეული ნაწილი მოაგუნდავეთ, გააბრტყელეთ და ჩაუდეთ მომზადებული გულსართი. მოუკარით თავი, დაალაგეთ ქაღალდჩაფენილ ტაფაზე და გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი. გამოაცხეთ 20-25 წუთი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.