ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი “რუსთავი2”-ის კორესპონდენტ დავით ერაძის სახლში ნაპოვნ ტყვიის გულასთან დაკავშირებით წერს და რამდენიმე დეტალს განმარტავს.
“პროფესორებო”! დავით ერაძის აივანზე ნაპოვნია ტყვიის გულა და არა მასრა. იარაღი ტყვიის გულას (გულარს) ისვრის, მასრას კი აგდებს გასროლის ადგილზე. ოპერაციის დროს, დაჭრილი ადამიანის სხეულიდან იღებენ ტყვიის გულას, მასრას კი გასროლის ადგილზე პოულობენ.
ტყვიის მასრას ვერ გაისვრის იარაღი და, ამ შემთხვევაში, აივანზე მასრას თუ ააგდებდა ვინმე, თორემ იარაღიდან გასროლით მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდებოდა, თუკი ამ აივნიდან გაისროდნენ, რაც არ მომხდარა.
მე რაც ვნახე ტელეეთერით, ნაპოვნია ტყვიის გულა და, იმედი მაქვს, შესაბამისი ექსპერტიზების შემდეგ, პოლიცია იარაღის პატრონსაც დაადგენს (თუ იარაღი რეგისტრირებულია, რასაკვირველია), გასროლის ტრაექტორიასაც და გასროლის მიზანსაც.
არ გამოვრიცხავ, რომ საახალწლოდ უმისამართოდ გასროლილი ტყვია მოხვდა ჟურნალისტის აივნის კარს, თუმცა იმის გამორიცხვაც არ შეიძლება, რომ ვინმეს მისი დაშინება სურდა. ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია ცეცხლსასროლი იარაღით უმისამართო სროლის პრევენცია, ხოლო თუ მიზანმიმართულია ეს გასროლა, – მსროლელის უმკაცრესად დასჯა.
მოკლედ, გამოძიება ყველაფერს გაარკვევს, მანამდე კი დაიმახსოვრეთ: ტყვიის გულა გავარდება, ტყვიის მასრა კი – დავარდება”- წერს მძინარაშვილი.