"ეს იყო ერთგვარი მანევრი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან - რადიკალური გადაწყვეტილება რომ მიეღო იმ გუნდის მიმართ, ვინც ეწინააღმდეგება მოსამართლეების სიის ამ წესით დამტკიცებას, ამ ეტაპზე წამგებიანი იქნებოდა. ივანიშვილი მოლდინის რეჟიმშია, არ არის გამორიცხული, რომ სამომავალოდ სხვა გათვლები ჰქონდეს," - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
"რეზონანსი": თქვენი აზრით, დასრულდა თუ არა შიდაფრაქიცული თუ შიდაპარტიული ბრძოლა "ოცნებაში" და მას დაშლა აღარ ემუქრება?
ვახტანგ ძაბირაძე: ივანიშვილს ასაჩქარაბელი არაფერი აქვს. ჯერ ამ დაპირისპირებას თუ კამათს გუნდში უნდა გადახარშვა, შეხვედრები, საუბარები. რადიკალური ზომების მიღება რომ სდომოდა პირველივე შეხვედრაზე, ერთ საათში დაამთავრებდა, გაკიცხავდა და ეტყოდა, კარგად ბრძანდებოდეთო. ივანიშვილს დიდი არჩევანიც არ ჰქონდა. ეს ერთგვარი მანევრი იყო; გარკვეულ დრომდე შეინარჩუნებს ერთობას და მერე გააკევებს არჩევანს, რომელ გუნდთან ერთად უნდა მიიღოს მონაწილეობა 2020 წლის არჩევნებში.
ეს პროცესი შეიძლება 2020 წლის გაზაფხულამდეც გაგრძელდეს. ჯერ ორივეს დაუყვავებს, იქნება მომრიგებელიც და გამარეთიანებელიც, მაგრამ როცა არჩევანს გააკთებს, ვთქვათ 2020 წლის მაისში, ის გუნდი, რომელიც ბორტს მიღმა დარჩება, ვერაფერს ვეღარ მოასწრებს. ასე რომ, ამ ეტაპზე გუნდს დაშლა არ ემუქრება. თანაც პარტიის თემა მედიის ინტერესებიდან არ ჩამოდის, ივანიშვილისთვის მომგებიანია.
"რ": თუმცა ბესელიას განცხადებებიდან, ჩანს, რომ თამაში არ წაუგია და პირიქით პოზიციები გაიმაგრა...
ვ.ძ: ივანიშვილმა რომ რადიკალური ნაბიჯი არ გადადგა, იმას არ ნიშნავს, რომ ვინმემ პოზიციები გაიმყარა. არც ბესელია არის მიამიტი და დიდი გამოცდილებაც აქვს, რომ ვერ გათვალოს საით დაუბერავს ქარი, ამიტომ ბოლომდე იბრძლებს თავის გუნდთან ერთად და უფრო რადიკალურები იქნებიან, რადგან ეს თემა მათთვის ძალიან მომგებიანია. დღეს მათ პოლიტიკური შემოდგომა აქვთ ქულების მოსაპოვებლად; თუმცა ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ სხვა თემებმა არ წამოიწიოს, რომელიც შეიძლება მომვალში უფრო სერიოზული პროცესის მიზეზი გახდეს. ვითარება ჩაწყნარდება, თუ ორივე მხარემ არ მოთხოვა ივანიშვილს გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ როგორც ჩანს დღეს ორივე ყაბულსაა შეინარჩუნოს არსებული მდგომარეობა და ივანიშვილიც რატომ იჩქარებს, დაუცდის მისთვის პოლიტიკურად მომგებიან დროს.
"რ": ამ ფონზე, რა შანსები აქვს ოპოზიციას, რომელიც ვადამდელი არჩევნების მოხოვნით ბრძოლას იწებს?
ვ.ძ: რა თქმა უნდა აქვთ სურვილი რომ გააქტიურდნენ, სააკაშვილი ემიგრანეტბს ჩამოსვლისკენ და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდებს. რაც სააკაშვილი ოპოზიციაშია ყოველ წელს აკეთებს ასეთ განცხადებებს, ხვალ თბილისში ჩამოვალო, მაგრამ ეს კაცი ჩამომსვლელი არ არის, ვიდრე უსაფრთხოების გარანტიები არ ექნება. ეტყობა, უკრაინაში ხალხთან ერთად პოლონეთის საზღვრიდან რომ შევიდა, ეს სცენარი ელანდება. არცერთი ემიგრანტი სააკაშვილს არ გამოყვება და არ დათმობს იმას, რისთვისაც არიან წასულები. ეს წმინდა წყლის პროპაგანდაა.
რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის შანსებს, უცნაური რამ მოხდა არჩევნების შემდეგ, მართალია მათ ჰყავთ მხარდამჭერების გარკვეული რაოდეობა, მაგრამ ვერ შეძლეს საპროტეტსო აქციების აგორება და ყველა მცდელობა კრახით დასრულდა. არა იმიტომ, რომ ბოლო აქციის დროს გზა გადაუკეტეს, ხალხის რაოდენობა არ იყო საკმარისი. დასავლეთიდანაც ვერ მიიღეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, იყო შენიშვნები, მაგრამ საბოლოო ჯამში თქვეს, რომ არჩევნები ნორმალურად ჩატარდა. დღეს, "ნაციონალურ მოძრაობას" არა აქვს იმის პოტენციალი, რომ მასშტაბური საპროტეტსო აქციები ააგოროს და არც საზოგადოებაშია ამის მოთხოვნა.