პოლიციამ ამერიკელ და ბრიტანელ ტურისტებს თბილისში მოპარული ველოსიპედები დაუბრუნა.
როგორც ერთ-ერთი ტურისტი სოციალურ ქსელში წერს, ქართულმა პოლიციამ მის ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
„ველოსიპედები ერთ-ერთ სოფელში, თბილისიდან 100 კილომეტრში, საქართველო-სომხეთის საზღვართან აღმოაჩინეს. მათ დამიბრუნეს ველოსიპედი და ჩემი რწმენა კაცობრიობაში", - წერს ნიკოლი.
მისივე თქმით, პოლიციელებმა განაცხადეს, რომ ეს მათი ღირსების საქმე იყო.
„საქართველო, მიყვარხარ. ეს სხვაგან რომ მომხდარიყო, არ მგონია, რომ ასეთი შედეგით დამთავრებულიყო", - ამბობს ტურისტი.
ველომოგზაურებს ველოსიპედები 19 იანვარს მოპარეს. ნიკოლი ამბობს, ამის შემდეგ განსაკუთრებული მხარდაჭერა და დახმარების სურვილი იგრძნო.
ნიკოლი ველოსიპედით ტაილანდიდან ესპანეთში მოგზაურობს და ამ გზაზე საქართველო მისი ერთ-ერთ გაჩერებაა.