შემწვარი ქათამი სადღესასწაულოდ

შემწვარი ქათამი სადღესასწაულოდ

მომზადების დრო: 60 წუთი

ულუფა: 4

ინგრედიენტები

ქათამი - 1 ცალი, მოზრდილი

ქათმის ბულიონი - 200 მლ

ლიმონი - 1 ცალი

ნიორი - 1 კბილი

როზმარინი - 2-3 ღერი

მსხვილი მარილი

პილპილი

ხილი და ბოსტნეული - სერვირებისთვის

მომზადების წესები

ლიმონი ცხელ წყალში გავრეცხოთ და ნაჭრებად დავჭრათ. ნიორი და როზმარინი დავკეპოთ, დავუმატოთ მარილი, პილპილი და შევურიოთ ლიმონს.

ქათამს მუცელში ჩავუწყოთ ლიმონის ნაჭრები, სოუსი გარედანაც წავუსვათ, ფეხები შევუკრათ ბამბის ძაფით და საცხობ ფორმაში მოვათავსოთ, ზემოდან მსხვილი მარილი მოვაყაროთ.

ქათამს დავასხათ ბულიონი და 170-180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ. შევწვათ, სანამ კარგად დაიბრაწება. ხანდახან გამოვიღოთ და თავისი წვენი მოვასხათ.

ქათამი სუფრაზე მიტანის წინ სასურველი ხილით ან ბოსტნეულით გავაფორმოთ.