ნაცებმა სიღნაღში ივანიშვილის მანქანას ქვები დაუშინეს(VIDEO)

ნაცებმა სიღნაღში ივანიშვილის მანქანას ქვები დაუშინეს(VIDEO)

ინციდენტი სიღნაღში - საარჩევნო კამპანიის დროს ნაციონალური მოძრაობის მოძრაობის აქტივისტებმა ბიძინა ივანიშვილს "სირცხვილის დერეფანი" მოუწყვეს და მის მანქანას ქვები და ბოთლები დაუშინეს.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა აქტივისტმა "ქართული ოცნების" ავტოკოლონაში მყოფ მანქანას მუშტი ჩაარტყა, რის შედეგადაც შუშა ჩაიმტვრა, ახალგაზრდას კი ხელი გაეჭრა. "სირცხვილის დერეფნის" მოწყობაში აქტიურად მონაწილეობდა სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი ნუგზარ აბულაშვილი. მანამდე კი ინციდენტი ლაგოდეხის შესასვლელშიც მოხდა, სადაც ნაციონალებმა ივანიშვილი ალყაში მოაქციეს. ამ წუთებში კი ივანიშვილი საგარეჯოშია და მოსახლეობას კოალიციის საარჩევნო პროგრამას აცნობს. თემას მადონა ბატიაშვილი განაგრძობს.