შინ მომზადებული კვერცხის ლიქიორი

შინ მომზადებული კვერცხის ლიქიორი

მომზადების დრო: 40 წუთი

ულუფა: 12

ყურადღება! ლიქიორის მოსამზადებლად საგულდაგულოდ შეარჩიეთ კვერცხი. მიუხედავად იმისა, რომ მას მომზადებისას თერმულად დაამუშავებთ, ლიქიორის გემო მთლიანად დამოკიდებულია კვერცხის ხარისხზე.

ინგრედიენტები

კვერცხის გული - 8 ცალი

რძე - 400 მლ

შაქარი - 240 გ

კონიაკი (ან ბრენდი) - 500 მლ

მომზადების წესები

რძე აადუღეთ, გადმოდგით ცეცხლიდან და გადადგით გვერდზე.

კვერცხის გული გააცალკევეთ ცილისგან. გულებს დაუმატეთ შაქარი, დადგით ჯამით წყლის აბაზანაზე და თქვიფეთ შეუჩერებლად, სანამ კრემისებურ მასას არ მიიღებთ. ამ დროს ქვაბში წყალი ინტენსიურად არ უნდა დუღდეს, ხოლო ჯამი არ უნდა ეხებოდეს წყლის ზედაპირს.

ისე, რომ არ შეწყვიტოთ თქვეფა, წვრილი ნაკადით ჩაუშვით ჯამში რძე და გააჩერეთ წყლის აბაზანაზე ჯამი კიდევ 30 წამი. შემდეგ გაადმოდგით და გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე.

დაუმატეთ ბრენდი (ან კონიაკი), კარგად აურიეთ, გაანაწილეთ გასტერილებულ ბოთლებში, დააფარეთ ჰერმეტულად და შეინახეთ მაცივარში.