“მუდმივი ისტერიულ-პოლიტიკურ-საინფორმაციო ფონი და ქვეყნის ტურბულენტურ მდგომარეობაში ყოფნა, ყველა სხვა ”სიკეთესთან” ერთად იწვევს სიკვდილიანობის გაახალგაზრდავებას!”, – ამ პოსტს უმრავლესობის დეპუტატი ოთარ ჩრდილელი სოციალური ქსელის გვერდზე წერს.
”ღმერთმა დამიფაროს ციციკორეობა, უბრალოდ ჩემს (ეგებ სუბიექტურ) სათქმელს იმედია სწორად გამიგებთ: უარყოფითი ენერგეტიკა-ჯაჭვური რეაქციით მოქმედებს… და აისახება ოჯახში, ადამიანის ჯანმრთელობაზე, გუნება-განწყობაზე, სამუშაო სტიმულაციას აქვეითებს და ა.შ.
ძლიერმა ამა ქვეყნისამ თუ ობივატელმა ეგებ მართლა შევცვალოთ ცხოვრების სტილი, გავთავისუფლდეთ ზიზღისგან, შურისგან და ბოღმისგან. რომლებიც ისედაც განუწყვეტლივ მოედინება ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან, ნებსით თუ უნებლიედ. ეგებ დავფიქრდეთ და (გარკვეული დროით მაინც) ცოტა სხვა თემების პოპულარიზაცია მოხდეს მასობრივი საინფორმაციო საშუალებებიდან. ასე გაგრძელება არ შეიძლება, ისედაც მწირი ქართული გენოფონდის დეპოპულაცია-გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.
ეგებ გვეყოს, ამდენი სიბილწე და გაუტანლობა-თორემ უკვე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ჩვენს თავზე კითხვა: ვინ იქნება შემდეგი?!
- S. მუდმივი ისტერიულ-პოლიტიკურ-საინფორმაციო ფონი და ქვეყნის ტურბულენტურ მდგომარეობაში ყოფნა, ყველა სხვა ”სიკეთესთან” ერთად იწვევს სიკვდილიანობის გაახალგაზრდავებას!
P.P.S. იმედია-გამგები სწორად გაიგებს ამ გზავნილს და ულტრირება არ იქნება ცალკეული პიროვნებებისგან ან მასმედიის რომელიმე საშუალებიდან“, – წერს ოთარ ჩრდილელი.
მადლობა ყურადღებისთვის