“სად წახვედი, ბიჭო, შენ? გადაირიე?” – ეს სიტყვები ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ეკუთვნის, რომელსაც მის მეგობარსა და კოლეგას ლევან ჩხაიძეს უძღვნის.
“როცა შევხვდებით,მოგიყვები,რა გაგვიკეთე,ყველას ერთად და ცალ-ცალკე.როცა შევხვდებით …
მგონია,რომ ყველაფერი მორჩა ამ სამყაროში. მორჩა …”, – წერს გრიგოლია “ფეისბუქის” გვერდზე და აქვეყნებს ფოტოებს.
ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად, თრომბი სახელდება. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად იყო წასული.
ლევან ჩხაიძემ ჟურნალისტური საქმიანობა რადიო “ჯაკოში” დაიწყო. მოგვიანებით, მისი კარიერა გაგრძელდა ტელევიზიებში: – “იმედი”, “მაესტრო”, “იბერია”, “მე-9 არხი”, ბოლოს კი ტელეკომპანია “TV პირველში” საინფორმაციო-პოლიტიკური გადაცემის წამყვანი იყო.
“მარშალპრესი” მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, უსამძიმრებს ლევანის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.