სააკაშვილი მკვლელია - ამ სიტყვებით შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველები. ემიგრანტები პრეზიდენტს ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინასთან დახვდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც პრეზიდენტის მისამართით შეუარცხმყოფელ სიტყვებს ყვიროდნენ. კადრებში ისმის, რომ ისინი პრეზიდენტისთვის კვერცხების სროლასაც აპირებდნენ.