ჭიათურაში სამთოელთა დღე და ჭიათურქალაქობა საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა. „ქართული ოცნების" ახალგაზრდები საზეიმოდ შეკრებილ ხელისუფლების წარმომადგენლებს ცოცხებითა და საპროტესტო პლაკატებით შეხვდნენ. „ჯორჯიან მანგანეზმა" მაღაროელებს პროფსიული დღე ახალი სამრეწველო ტექნიკის პრეზენტაციით მიულოცა. მაღაროში დასაქმებულთა ნაწილი აცხადებს, რომ ტექნიკა კომპანიამ მხოლოდ საჩვენებლად გამოიყვანა და მათ პრობლემებსა და მძიმე სამუშაო პირობების შემსუბუქებას კომპანიისა და ხელისუფლების მხრიდან მეტი ყურადღება სჭირდება. სამთოელთა დღე სპეციალური კონცერტით დასრულდა