სასულიერო პირების მსვლელობა ძალადობის წინააღმდეგ. 20-მდე სასულიერო პირმა სპორტის სასახლიდან სიონის საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა მოაწყო. ღვთის მსახურებთან ერთად საპროტესტო აქციაში ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი, სასულიერო სემინარიისა და სხვა სასწავლებლების სტუდენტები მონაწილეობდნენ. მსვლელობას ფილარმონიასთან შეკრებილი ხალხიც შეუერთდა. აქცია სიონის ტაძარში „მშვიდობის პარაკლისის" აღსრულებით დასრულდა.