ინციდენტი ქობულეთში. ქართული ოცნების კოორდინატორის, დავით როყვას 16 წლის ვაჟი გვიან ღამით, სამმა ნიღბიანმა პირმა ავტომანქანაში ჩაისვა და სცემა. შემთხვევა სოფელ ლეღვაში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. ექიმის თქმით, დაზარალებულს აღენიშნება სახის მარჯვენა მხარის ჰემატომა, რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა და ქვედა ყბის დაზიანება.