ეუთოს შუალედური ანგარიში (VIDEO)

ეუთოს შუალედური ანგარიში (VIDEO)

„იმ დროს, როდესაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები სისტემატურად გამოთქვამენ ეჭვებს ბატონი ივანიშვილის აქტივების წარმომავლობასთან და გამარჯვების შემთხვევაში მის პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით,"ქართული ოცნება" ამაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ფაქტების დამახინჯების ბრალდებით პასუხობს", - ეს არის ამონარიდი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის მიერ წინასაარჩევნო გარემოს მეორე შუალედურ ანგარიშში, რომელიც 6-დან 19 სექტემბრამდე არსებულ პერიოდს მოიცავს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სულ უფრო იზრდება პოლარიზაცია და საარჩევნო გზავნილების ტონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან მეტად კონფრონტაციული და ხისტი გახდა. ანგარიშში ხაზგასმულია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დომინანტობას ბილბორდებზე სარეკლამო სივრცის გამოყენების მხრივ.
ევროპელი დამკვირვებლები წერენ, რომ 2012 1 იანვრიდან 9 აგვისტომდე ყველა პარტიას და საარჩევნო ბლოკს 20 მილიონალდემ ლარი შეადგინა. აქედან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 17 მილიონ ლარამდე, „ქართულ ოცნებას" კი 2 მილიონ ლარზე მეტი.