„ეს ყველაფერი აჩენს ეჭვს, რომ ვიღაცის ინტერესებშია დამალოს რეალური მიზეზი“

„ეს ყველაფერი აჩენს ეჭვს, რომ ვიღაცის ინტერესებშია დამალოს რეალური მიზეზი“

„არ ვიცით, საბოლოო ჯამში, რა ხდება და როგორ ხდება. რატომ მოხდა შარშან და რამ გამოიწვია დღევანდელმა. ეს ყველაფერი ხელისუფლებისადმი აჩენს უნდობლობას და რა თქმა უნდა ეჭვს, რომ ვიღაცის ინტერესებში არის დამალოს რეალური მიზეზი, თუ რატომ ხდება ეს ტრაგედიები," - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე დიდი დიღმის ტრაგედიაზე საუბრისას.

ვახტანგ ძაბირაძე: სამწუხაროდ, ასეთი ტრაგედიები ხდება და ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ამაზე. ეს ისეთი ტრაგედიაა, რომელიც შეიძლება ყოველ წუთში განმეორდეს, თუ არ მიეცა სწორი შეფასება. ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე, აუცილებლად უნდა დაისაჯოს. სხვაგვარად ჩვენ ასეთ ტრაგედიებს მომავალშიც ვერ ავცდებით.

„რეზონანსი": ადგილობრივების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც „ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლები გამოიძახეს, თუმცა მათ თქვეს, რომ პრობლემა არ იყო და ტერიტორია დატოვეს...

ვ.ძ: ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს გამოძიებამ. ჩვენ შეიძლება ვარაუდები გამოვთქვათ. არ ვიცი, რა კომპეტენციის ხალხი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ მოსახლეობა ამბობს, ორჯერ იქნა გამოძებული შესაბამისი უწყებინად თანამშრომლები, მაგრამ მათ რეაქცია არ მოახდინეს. რა იყო ამის მიზეზი, როგორ იყო, ვის ბრალია და ა.შ. უნდა დაადგინოს გამოძიებამ.

მედიამაც და საზოგადოებამაც კონტროლი უნდა გაუწიოს გამოძიებას, გამომდინარე იქიდან, რომ დროულად მოხდეს გამოძიებაც და ისევ არ მივიღოთ ის შედეგი, როგორიც ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ.