“ვერ ვასწრებ რამე გამიხარდეს…”

“ვერ ვასწრებ რამე გამიხარდეს…”

“ვერ ვასწრებ რამე გამიხარდეს… რა ტრაგედიაა დიდ დიღომში…  სამსახურეობრივი გულგრილობაა, თუ რამე სხვა… – აუცილებლად უნდა გამოიძიონ ბოლომდე!” – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში 16 იანვარს დიდ დიღომში დატრიალებულ ტრაგედიას ჟურნალისტი მაკა რაზმაძე.

აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რვა ადამიანი. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება. კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმა პირმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ. აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.