აფეთქება დიდ დიღომში – სომხეთის პრემიერმა ქართველ კოლეგას სამძიმრის წერილი გამოუგზავნა

აფეთქება დიდ დიღომში – სომხეთის პრემიერმა ქართველ კოლეგას სამძიმრის წერილი გამოუგზავნა

დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. სომხეთის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეს, საქართველოს მოსახლეობას, დაღუპულებისა და დაშავებულების ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს. დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელ კოპრუსში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 8 მოქალაქე კი დაშავდა.