დიდ დიღომში აფეთქებისას გარდაცვლილი ქალი სტუმრად მის დასთან იმყოფებოდა

დიდ დიღომში აფეთქებისას გარდაცვლილი ქალი სტუმრად მის დასთან იმყოფებოდა

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილი ქალი ნინო ციცვაძეა, ის დაოჯახებულია და ოჯახთან ერთად ლოტკინზე ცხოვრობს, თუმცა დიღომში, დასთან სტუმრად იმყოფებოდა. ნინო ციცვაძის და ნათია ციცვაძეა, რომელიც ასევე ემსხვერპლა აფეთქებას, 4 წლის ვაჟთან ერთად. დები წარმოშობით სურამიდან არიან. ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.

სახლში აფეთქებისას ნინო ციცვაძე, მისი და 3 დისშვილი და სიძე იმყოფებოდნენ. სამი ბავშვიდან ერთი – 4 წლის ბიჭი გუშინ ღამით “იმედის” კლინიკაში გარდაიცვალა, ორი კი იაშვილის კლინიკაში მოათავსეს. სიძე – ფრიდონ ფირალიშვილი მსუბუქი დაზიანებებით ღუდუშაურის კლინიკაში იყო მოთავსებული და დღეს დილას გაწერეს.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გუშინ საღამოს, დაახლოებით 20:30 საათზე მოხდა. აფეთების შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 არასრუწლოვანი და 8 ადამიანი დაშავდა.