“ოთხი წლის ბავშვის გული გაჩერდა, აღარაფერს აღარ აქვს მნიშვნელობა…”

“ოთხი წლის ბავშვის გული გაჩერდა, აღარაფერს აღარ აქვს მნიშვნელობა…”

დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შესახებ სოციალურ ქსელის მომხმარებელი ლევან შერმადინი "ფეისბუქის" გვერდზე წერს:

"ოთხი წლის ბავშვის გული გაჩერდა, აღარ აქვს მნიშვნელობა რა მოხდა.. ვისი ბრალი იყო... აღარაფერს აღარ აქვს მნიშვნელობა...

დღეს ანგელოზებს სინათლე ჩაუქრათ თვალებში, ხვალ კი იტირებენ, იტირებენ და მერე შეეჩვევიან. ზეგ კი ისევ დაზოგავს რომელიმე მუცელგადმოგდებული ,,პრარაბი" ცემენტს.

მრავალსართულიანი კორპუსის აშენების დროს, გაზის, წყლის, კანალიზაციის მილების გაყვანის დროს, ისევ ზერელედ, უგულოდ შეამოწმებენ სხვადასხვა კომპანიების გამოძახებული ვაი სპეციალისტები და უფალმა უწყის მომავალში რომელი ოჯახი ჩაიქცევა, ან აფეთქდება ასეთ აშენებულ სიცოცხლით სავსე თბილისში?!

არ გვიყვარს ერთმანეთი, არ ვუფრთხილდებით სიცოცხლეს, ვერ ვაფასებთ მზის ამოსვლას...

მეტი სიყვარული გვჭირდება ხალხო, მეტი სიყვარული. სხვანაირად ვერც ასეთ შემთხვევებს ავიცილებთ და ვერც ქვეყანას ავაშენებთ!" , - წერს ლევან შერმადინი.

დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩაზე გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქებისას სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება სულ 8 პირმა მიიღო. დაშავებულთა შორის 6 ბავშვია. მათგან ხუთს გარეგანი დაზიანებები აღენიშნებოდათ და დილით საავადმყოფოდან სახლში გაწერეს.