ვინ არის დიდ დიღომში, აფეთქების შედეგად გარდაცვლილი კიდევ ერთი ახალგაზრდა

ვინ არის დიდ დიღომში, აფეთქების შედეგად გარდაცვლილი კიდევ ერთი ახალგაზრდა

როგორც ირკვევა, დიდ დიღომში აფეთქების შედეგად გარდაცვლილი მეოთხე ადამიანი ლევანი დავლაძეა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში დაიწერა.

"ჩემო ლამაზო ძამიკო, როგორ გაგვამწარე, როგორ დაგვეცა მეხი. საშინელებათა სიზმარში მგონია თავი... მთელი საქართველო გლოვობს. ილო ვერ მოგვინელებია და ახლა შეენ..." - წერს ნატო არევაძე.

გუშინ, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ბინაში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი 4 წლის ბავშვია. ასევე დაღუპულები არიან ბავშვის დედა და დეიდა. დაშავებულია 8 ადამიანი, რომელთაგან ორი გარდაცვლილი ბავშვის მამა და და არიან. ყველა დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. კლინიკაში მხოლოდ ერთი მოზარდი რჩება, რომელსაც თავის ოპერაცია ჩაუტარდა და ბევრი სისხლი დაკარგა, თუმცა როგორც ექიმი აცხადებს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.