ვინ არის ფოტოზე აღბეჭდილი ექიმი, რომელმაც დაშავებული ბავშვი გადაარჩინა?

ვინ არის ფოტოზე აღბეჭდილი ექიმი, რომელმაც დაშავებული ბავშვი გადაარჩინა?

დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედია - გუშინ, 16 იანვარს, საღამოს 08:30 საათზე ავთანდილის ქუჩაზე 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსისი მეოთხე სართულზე აფეთქება მოხდა. შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, 8 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის 6 არასრულწლოვანია.

გარდაიცვალნენ დედა და შვილი, გარდაცვლილი ბავშვის და კი იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს, მიღებული დაზიანებების გამო მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ექიმების ცნობით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის ამ ეტაპზე კონტაქტურია.

სრულიად საქართველო შეძრა გუშინ გავრცელებულმა ფოტომ, სადაც ასახულია დაშავებული ბავშვი, რომელიც მამაკაცს უჭირავს ხელში და გულის ცემას უმოწმებს, მათ გვერდით კი დგას დაშავებული ბავშვის მამა.

მამაკაცი, რომელიც ბავშვისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენას ცდილობს, ცნობილი ქირურგი ოლეგ კვიციანია. იგი "ნიუ ვიჟენ" საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელია.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, გუშინ მთელი დღის განმავლობაში კორპუსში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა. მოსახლეობა „ყაზტრანს გაზ თბილისის" წარმომადგენლები გამოიძახეს, გამოძახებიდან ექვსი საათის შემდეგ მისულმა სპეციალისტებმა კი განაცხადეს, რომ საშიში არაფერი იყო და მოსახლეობას გაზის სუნი მოეჩვენა. ადგილობრივების თმით, კი აღნიშნულიდან მალევე აფეთქება მოხდა.

ფოტო ტრაგედიის ადგილიდან "ინტერპრესნიუსი", ფოტოგრაფი გიორგი ჟამერაშვილი.