“ქვეყანაში ყველაფერი ჩამოიშალა, მათ შორის ყაზტრანსგაზი, რომელიც კალაძეს პირად საკუთრებაში გადაუფორმა ივანიშვილმა“

“ქვეყანაში ყველაფერი ჩამოიშალა, მათ შორის ყაზტრანსგაზი, რომელიც კალაძეს პირად საკუთრებაში გადაუფორმა ივანიშვილმა“

დიღომში მომხდარ ტრაგედიას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. მისი თქმით, მომხდარი ქვეყანაში არსებული განუკითხაობის და ყველაფრის ჩამოშლის შედეგია.

"ვიზიარებ დიდ დიღომში აფეთქების შედეგად ყველა დაღუპულის ოჯახის მწუხარებას... დიდი მადლობა მაშველებს და ექიმებს თავდადებული მუშაობისთვის...

ამავე დროს, ეს უბედურება პირდაპირი შედეგია კორუფციის და განუკითხაობის, ყველაფრის ჩამოშლის. მათ შორის, ყაზტრანსგაზის, რომელიც კალაძეს გადაუფორმა პირად საკუთრებაში ივანიშვილმა, არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ...

სამწუხაროდ, თუ ასე გაგრძელდა, კიდევ ახალი ტრაგედიები გველის წინ.

საჭიროა,  ეს მძიმე ვითარება, სასწრაფოდ დასრულდეს“, - წერს სოციალურ ქსელში სააკაშვილი.

დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა რვა ადამიანი, მათგან 6 ბავშვია. ამ დროისთვის იაშვილის სახელობის კლინიკაში ერთი ბავშვი რჩება, რომელიც რეანიმაციაში იმყოფება. ექიმების განცხადებით ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.