“მოვითხოვ, პასუხისგებაში მიეცეს კახი კალაძე და მაფიოზა ბეჟუაშვილი, რომლებმაც „ყაზტრანსგაზი“ ხელში ჩაიგდეს“

“მოვითხოვ, პასუხისგებაში მიეცეს კახი კალაძე და მაფიოზა ბეჟუაშვილი, რომლებმაც „ყაზტრანსგაზი“ ხელში ჩაიგდეს“

დიდ დიღომში, ტრაგედიის ადგილზე "ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი მივიდა. შალვა ნათელაშვილი მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას თბილისის მერიას აკისრებს.

მისი თქმით, „ყაზტრანსგაზი“ ხელში ჩაიგდო კახი კალაძემ და მაფიოზა ბეჟუაშვილმა, რომლებიც მარტო გადასახადის ამოგლეჯვაზე ფიქრობენ და უსაფრთხოება დაიკიდეს ფეხებზე".

"საშინელი ტრაგედია მოხდა, უდიდეს სამძიმარს ვუცხადებ დაზარალებულებს და სრულიად საქართველოს. ეს შესაძლებელი გახდა სახელმწიფო კორუფციისა და უპასუხისმგებლობის გამო, როგორც მოგეხსენებათ, „ყაზტრანსგაზი“ ხელში ჩაიგდო კახი კალაძემ და მაფიოზა ბეჟუაშვილმა, რომლებმაც გააფორმეს ოფშორში და გადავიდნენ მარტო გადასახადის ამოგლეჯვაზე და უსაფრთხოება დაიკიდეს ფეხებზე.

მე მოვითხოვ, პასუხისგებაში მიეცეს ეს ორი დამნაშავე პერსონალურად დ დამონტაჟდეს სენსორები ყველა ოჯახში ქალაქსა და სოფელში, სადაც გაზია შეყვანილი. იმიტომ, რომ ჩვენ წელიწადში ვკარგავთ 30-ზე მეტ ადამიანს გაზის აფეთქების შედეგად და უპასუხისმგებლობის გამო უპირველესად,“ - აცხადებს ნათელაშვილი.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი, თუმცა, ისინი კლინიკებიდან დღეს გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობა.