"ეს ყველა ოჯახში უნდა იყოს, როგორც თეფში ან სკამი“

დიდ დიღომში მომხდარმა ტრაგედიამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. სოციალური ქსელის ერთ-ერთი მხმარებელი თამარ ლომიძე ფოტოს აქვეყნებს და მოსახლეობას მოუწოდებს, აპარატი აუცილებლად შეიძინონ და თავად აკონტროლონ უსაფრთხოება.

"ეს ყველა ოჯახში უნდა იყოს! მართკუთხედი ფორმის აპარატი გაზზე რეაგირებს, ხოლო მრგვალი – ბოლზე. ესენი ისეთივე აუცილებელია ყველა ოჯახში, როგორც თეფში ან სკამი. რამდენი უბედურება უნდა მოხდეს, იქნებ, შემოიტანონ და დარიგდეს მოსახლეობაში. რადგან თავად ვერ აკონტროლებენ, მოსახლეობა თავად გააკონტროლებს, სანამ სერიოზული რამ მომხდარა… აღარ შემიძლია! გამისკდა გული", - წერს თამარ ლომიძე.

შეგახსენებთ, გუშინ საღამოთი დიდ დიღომში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი და დაშავდა რვა.