პოლიციაში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლის გამოკითხვა მიმდინარეობს

პოლიციაში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლის გამოკითხვა მიმდინარეობს

დიდი დიღმის პოლიციის მეოთხე განყოფილებაში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლის გამოკითხვა მიმდინარეობს. ის ერთ-ერთია ვინც დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე იმ კორპუსში იმყოფებდონენ, სადაც აფეთქება მოხდა.

პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან პროკურორებიც, რომლებიც აღნიშნულ საქმეს საპროკურორო ზედამხედველობას უწევენ.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი. ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.