“ხომ არ სჯობს თბილისში აღდგეს ერთიანი გათბობის სისტემა?!”

“ხომ არ სჯობს თბილისში აღდგეს ერთიანი გათბობის სისტემა?!”

 “უსაფრთხოების გამო, ხომ არ სჯობს თბილისში აღდგეს ერთიანი გათბობის სისტემა? ცხადია, ეს არ არის იაფი პროექტი, მაგრამ ბევრ პრობლემას გადაჭრიდა. ოჯახებისთვისაც გათბობა უფრო იაფი დაჯდებოდა, ვიდრე ახლა, გაზის ინდივიდუალური გათბობის პირობებში”, –  აღნიშნული იდეა ფოტორეპორტიორმა გოგა ჩანადირმა სოციალურ ქსელში გამოთქვა, რომელიც დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.

“სიტყვები არ მყოფნის დიდ დიფომში დატრიალებული ტრაგედიის გამო.

გაზის აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ვუთანაგრძნობ ოჯახებს, ახლობლებს.

ამ მძიმე ფაქტმა ბევრ რამეზე უნდა ჩაგვაფიქროს – ახალაშენებელ კორპუსებში სწორად ამონტაჟებენ თუ არა საყოფაცხოვრებო სისტემებს, დროუალდ და პასუხისმგებლობით ახდენენ თუ არა რეაგირებას სამსახურები გამოძახებებზე და ასე შემდეგ.

ერთიც, უსაფრთხოების გამო, ხომ არ სჯობს თბილისში აღდგეს ერთიანი გათბობის სისტემა? ცხადია, ეს არ არის იაფი პროექტი, მაგრამ ბევრ პრობლემას გადაჭრიდა. ოჯახებისთვისაც გათბობა უფრო იაფი დაჯდებოდა, ვიდრე ახლა, გაზის ინდივიდუალური გათბობის პირობებში”, – წერს ჩანადირი.