“არ მინდოდა ამის დაწერა, მაგრამ რაც არ უნდა მძიმე იყოს, მგონია რომ ვალდებული ვარ…”

“არ მინდოდა ამის დაწერა, მაგრამ რაც არ უნდა მძიმე იყოს, მგონია რომ ვალდებული ვარ…”

17 იანვრის გლოვის დღეა, გუშინ დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. მედიის მხრიდან ტრაგედიის თემის გაშუქებასთან ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში პოსტის აქვეყნებს:

“არ მინდოდა ამის დაწერა, მაგრამ რაც არ უნდა მძიმე იყოს, მგონია რომ ვალდებული ვარ.

ვუყურებ რეპორტაჟებს სხვადასხვა არხზე და, ღმერთო მაპატიე, შეიძლება ვცოდავ, მაგრამ როცა ჩემი კოლეგების ქმედებას ვხედავ, მეშინია. მგონია, რომ რ2-ს რეალობა კი არ აინტერესებს, არამედ ცდილობს მოძებნოს ისეთი კომენტარები, რათა მაყურებელი უფრო დაძაბოს, დასტრესოს, საბოლოოდ გაანადგუროს (თუნდაც კომენტარები ე.წ. “თვითმხილველებთან”. მხოლოდ ერთმა თქვა, რომ აფეთქების გაგონებისთანავე ავარდა და ბავშვი გადაარჩინა. მეორე მიდიოდა ახლობლების მოსაძებნად და ჟურნალისტი დაედევნა – ვინმე დაშავებულიაო. როგორც კი გაიგონა უარყოფითი პასუხი, მაშინვე დაკარგა ინტერესი.

იმედი ეძებს ექსკლუზივს. არ იცის რა ქნას. უნდა რ2-ის ფორმატში იმუშაოს, მაგრამ “რაღაც” აკავებს, გამოსდის არც თევზი და არც ხორცი. სარედაქციო დავალება ძალიან გაურკვევლადაა მიცემული და ამიტომ ჟურნალისტს სურს თავი გამოიჩინოს, იმოქმედოს ისე, როგორც ჰოლივუდის სხვადასხვა ფილმში უნახავს, მაგრამ ინტელექტის სიმწირის და ვითარების სიმძიმის (და უმთავრესად მორალური სიმძიმის გამო) არანაირად არ გამოსდის (შეკითხვა ექიმს რომელმაც დამაგდო – როგორც გავიგეთ მოიწვიეთ ყელ-ყურის ექიმი!).

კიდევ ერთხელ მაპატიეთ ამ ხისტი შეფასებისთვის, მაგრამ ტელემედიის მხრიდან მოსახლეობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ზემოქმედების მხრივ, საქართველოში კატასტროფული სიტუაციაა“, – წერს გაბრიჭიძე “ფეისბუქის” გვერდზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.